TEEN.GE

teen.ge
 
HomeFAQSearchMemberlistUsergroupsRegisterLog in

Share | 
 

 Sayvareli Leqsi

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Gvantsa



Posts : 41
Join date : 2008-08-03
Age : 24

PostSubject: Sayvareli Leqsi   Sun Aug 03, 2008 4:16 am

შენი საყვარელი ლექსი დაპოსტე
Back to top Go down
View user profile
mio



Posts : 30
Join date : 2008-08-03
Age : 24

PostSubject: Re: Sayvareli Leqsi   Sun Aug 03, 2008 4:19 am

Gvantsa wrote:
შენი საყვარელი ლექსი დაპოსტე
bevria mara es iyoos

ბოლოს ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი:

შენ-ერთგული და ლამაზი ცოლი,

მე-ერთ დროს შენზე უიმედოდ შეყვარებული,

ხოლო ამ დღეებს, ამ დღეებს ალბათ მივამგვანებთ

შორეულ სიზმარს, რომელიც ერთად უნდა გვენახა,

მაგრამ ვერ ვნახეთ, რადგან უეცრად გაგვაღვიძა შხაპუნა წვიმამ...

ალექსანდრე ტაბატაძე
Back to top Go down
View user profile
Gvantsa



Posts : 41
Join date : 2008-08-03
Age : 24

PostSubject: Re: Sayvareli Leqsi   Sun Aug 03, 2008 4:22 am

რუსთველის პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიყო მუდამ ასე მხიარული,
ქართველი პოეტი მერქვას.


პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო
სიმდიდრედ ჩამითვალეთ,
თუ მეტი ვინატრო ან ეს ვითაკილო,
ვერ ვნახო სამოთხის მთვარე

მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს
ქაშვეთის შემოხედვამ
რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი
ნუ მომიშალოს ღმერთმა!
Back to top Go down
View user profile
mio



Posts : 30
Join date : 2008-08-03
Age : 24

PostSubject: Re: Sayvareli Leqsi   Sun Aug 03, 2008 4:33 am

იქნებ გაგისწრო,იქნებ გამისწრო

ამ წუთისოფლის უმოკლეს გზაზე,

მაგრამ ,იცოდე, არსად არასდრს

არ მყვარებია არავინ ასე...

იქნებ გაგცვალო, იქნებ გამცვალო

არავინ იცის რა ხდება მაზეგ,

დღეს რომ მიყვარხარ, შენ გენაცვალე

არ მყვარებიხარ არასდროს ასე!
Back to top Go down
View user profile
Gvantsa



Posts : 41
Join date : 2008-08-03
Age : 24

PostSubject: Re: Sayvareli Leqsi   Sun Aug 03, 2008 4:42 am

მერი
გალაკტიონ ტაბიძე

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა

სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,

ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...

იყო ობლობა და შეცოდება,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!

ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,

თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...

ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე

ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს

და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები

აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა

რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

ვთქვი: უეცარი გასხივოსნება

რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?

რად აშრიალდა ჩემი ოცნება,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,

ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?

ან მესაფლავეს რისთვის ვმღეროდი,

ან ვინ ისმენდა ჩემს მე და ღამეს?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,

და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან მიტოვებული
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: Sayvareli Leqsi   Today at 12:49 pm

Back to top Go down
 
Sayvareli Leqsi
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
TEEN.GE :: ART-კაფე :: ლიტერატურა-
Jump to: